ელენე ხოშტარია - ოპოზიციური ძალები ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები

ოპოზიცური ძალები ერთნი არიან, ერთი ამოცანის - ბიძინა ივანიშვილის დამარცხების წინააღმდეგ, თუმცა ისინი ვერ იქნებიან ერთნაირები, რადგან ყველა ოპოზიციურ ძალას შორის არის მკაფიო იდეური განსხვავება, - ამის შესახებ ვაკისა და საბურთალოს ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიები ვერ იქნებიან ერთნაირები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებასა და მოსვლაში, თუმცა ერთიანები იქნებიან კოალიციის შექმნასა და სხვადასხვა რეფორმის განხორციელების საკითხში.

„ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები. ეს ის მოცემულობაა, რომელიც ამ არჩევნებზე სხვადასხვა ფაქტორის გამო შეიქმნა. გავრილოვის პროტესტის შემდეგ საზოგადოების დაკვეთა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ცალცალკე ვერავინ ვუგებთ ბიძინას - ეს ფაქტორები განაპირობებს ამ მოცემულობას. მაგალითად ერთიანები ვართ არსებული სისტემის შეცვლაში, მაგრამ ვერ და არ ვიქნებით ერთიანები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებაში და მოსვლაში. ერთიანები უნდა ვიყოთ კოალიციის შექმნის საკითხში, ამასთანავე უნდა ვანახოთ განსხვავებები, რომ ამ კოალიციაში მეტი წილი გქონდეს. ერთიანები ვართ მართლმსაჯულების სისტემის შეცვლის საკითხში, მაგრამ ნაბიჯებს შეიძლება განსხვავებულად ვხედავთ და ამაზე კოალიციაში ჭიდილი მხოლოდ კარგს მოიტანს. ერთიანები ვართ პროდასავლურ კურსში და ა.შ.

ობიექტურად რთული მოცემულობაა განსხვავებების ჩვენებაში ერთიანობა არ შემოგემსხვრას, ან პირიქით, ერთიანობის ხათრით ერთ მასად იქცე და ამით მათ შორის ბიძინას პროპაგანდას შეუწყო ხელი. ან ერთიანი მხარდაჭერის სურვილის გამო ხალხი მოატყუო და შენი განსხვავებული აზრი დამალო. პოზიციებიც განსხვავებული გაქვს, საერთო კანდიდატებს ეგოისტურად გვჭირდება ერთიანობა, ამ დროს ბევრ ადგილას მიდის კონკურენცია და განსხვავების ჩვენება მეტად ჭირდებათ. მოკლედ ობიექტურად არაა ადვილი მოცემულობა, მაგრამ ადვილი ლობიოს ჭამაა თუ როგორ არის აღარ მახსოვს.

მოკლედ ბევრი ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფორმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მთელ პროცესში. სწორი ფორმის ნახვა, სადაც კამათობ და არა იბრძვი გასანადგურებლად, კატეგორულად არ ეთანხმები, მაგრამ პატივს ცემ. ყველას მოგვიწევს ამ სწორი ფორმის ნახვა. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ რომელილემ უკლებლივ საუკეთესო ფორმა ნახა.“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ერთი თვეა წინ და ყველა დავფიქრდეთ ყოველ ჯერზე, ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. არც მე უნდა გავჩუმდე ხმებისთვის და არც განსხვავებულობა გადაიზარდოს ხალხის დამაბნეველ პროცესად.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული