გიორგი ვაშაძე - საჩხერის მოდელით, სადაც უკიდურესი გაჭირვება, შიმშილი და სიღარიბეა, საქართველო ვერ გაერთიანდება და ვერ განვითარდება

საჩხერის მოდელით, სადაც უკიდურესი გაჭირვება, შიმშილი და სიღარიბეა, საქართველო ვერ გაერთიანდება და ვერ განვითარდება , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე საჩხერის მოდელს "ქვეყნის დაქცევის მოდელს" უწოდებს და მიაჩნია, რომ ქალაქის მოდელით, სადაც უკიდურესი გაჭირვება, შიმშილი და სიღარიბეა, საქართველო ვერ გაერთიანდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სტრატეგია აღმაშენებლიდან" აცნობეს, ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ეძებს საჩხერის მოდელს, "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" კი წარმატებული მოდელი არის აღმშენებლობა.

“დღევანდელი საჩხერის მოდელით ჩვენს საქართველოს ნამდვილად ვერ გავაერთიანებთ და გავამთლიანებთ, რადგან საჩხერეში არის უკიდურესი შიმშილი და სიღარიბე. მოსახლეობის 14.5% უკიდურესად მშიერია და არანაირი მძლავრი ეკონომიკა არ არსებობს ამ ქალაქში, სწორედ, ამით განსხვავდება დამსხვრეული ოცნება ჩვენგან, რომ ისინი ეძებენ საჩხერის მოდელს, ჩვენთვის კი წარმატებული მოდელი არის აღმშენებლობა, იუსტიციის სახლები და ის ამბიცია, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ჰქონდეს ძალიან მაგარი რეფორმები და რაც მთავარია მოიტანოს სიკეთე საქრთველოს თითოეულ ოჯახში, სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. მოქალაქეებმა მართლაც უნდა გადაწყვიტონ: თუ ხაზავს 41 დღევანელ გაჭირვებული საჩხერის მოდელს ხაზავს და თუ ხაზავს 27 ე.ი. აღმშენებლობას უჭერ მხარს, იუსტიციის სახლების მსგავს ახალი თაობის რეფორმებს, რომელიც უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა