სალომე ზურაბიშვილი - ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა

განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღესვე პრეზიდენტის მრჩევლებმა კონფლიქტებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას ხსოვნას პატივი მიაგეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს