დავით ბაქრაძე - ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მეგობარი და ვინ მტერი

გმირთა მოედანზე „აფხაზთა კრების“ ინიციატივით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „უკვდავების გადაძახილი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს, ვინც აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირნენ და ორგანიზატორების თქმით, ამით კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას ამ ადამიანების გმირობის შესახებ.

გმირთა მოედანზე ასევე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ეს დღე უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ მტერი.

ბაქრაძის განცხადებით, ეს დღე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც აღვადგენთ ურთიერთობას აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან.

„დღეს არის დღე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპაციას და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას 90-იან წლებში. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მეგობარი და ვინ მტერი. ეს არის დღე, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მაშინ როდესაც გვექნება კონტაქტი და აუცილებლად აღვადგენთ ურთიერთობას ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო