აზერბაიჯანის სამხედრო გაწვევის სამსახური - საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავთ

აზერბაიჯანი არ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო გაწვევის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

„შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამ დროისთვის აზერბაიჯანული ძალები დაკომპლექტებულია კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო ვალდებული პირები, რომლებიც თადარიგში იმყოფებიან, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება გაიწვიონ სახელმწიფო სამსახურის ადგილობრივ სტრუქტურულ დანაყოფში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით. თუმცა, დღეს ამის აუცილებლობა არ დგას“, - განაცხადეს სახელმწიფო სამსახურში.

ცნობისთვის, სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს