გიგა ბოკერია - დღევანდელი დღე იყო დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის სრული ოკუპაცია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, საქართველოს განუყოფელი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა.

ბოკერიას თქმით, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება საქართველოს ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.

„დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე, ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის სრული ოკუპაცია, რასაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ადამიანების სიკვდილი, წამება, უამრავი მებრძოლი, რომელთა სახელებიც ამ კედელზეა გამოსახული, შეეწირა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვის.

ეს დღე არის შეხსენება ყველა ჩვენგანისათვის ამ ვალდებულების, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვიყოთ ფხიზლად, რომ არ დავუშვათ არასოდეს არცერთი შემდგომი თაობისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების დაკარგვა და რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით იმას, რომ საქართველოს ნაწილი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს ოკუპირებული“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს