დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი ისტორიული ერთობა გაიმარჯვებს, საქართველო გამთლიანდება

იმედი გვაქვს, რომ მომავალში სიყვარული, ჩვენი ისტორიული ერთობა გაიმარჯვებს, საქართველო გამთლიანდება , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე ჯვართამაღლების დღესასწაულის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მალე, ერთიან საქართველოში, ერთად იზეიმებენ.

„პირველ რიგში, მისალოცი დღე არის დღეს და მინდა მივულოცო ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას დღევანდელი დღე - ჯვართამაღლების დღე, როცა მაცხოვრის ჯვარი აღმოჩენილი და აღმართულ იქნა. ეს სიმბოილოა ქრისტიანობის საყოველთაოდ ქადაგებისა და გამარჯვებისა, ამიტომ სიხარული ჩვენი დიდია. თუმცა, დღევანდელი დღე უკავშირდება ასევე, აფხაზეთის დაცემას და მწუხარება ჩვენს გულში მუდამ არის ამის გამო, იმ სამწუხარო ამბების გამო,რაც მოხდა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში სიყვარული, ჩვენი ისტორიული ერთობა გაიმარჯვებს და თავის ადგილს იპოვის ჩვენს გულებში და ჩვენს რეალობაში, გამთლიანდება საქართველო და ღმერთმა ინებოს რომ სულ მალე ჯვართამაღლების დღესასწაული გვეზეიმოს ერთად“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა