აზერბაჯანის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ანარ ეივაზოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებულია ის სოფლები, რომლებიც წლების განმავლობაში სომხური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის მან დაასახელა გარახანბეილი, გარვიანდი, გორადიზი, იუხარი, ააბდულრახმენლი და სხვები.

მანვე დასძინა, რომ ფრონტის აგდარინის მიმართულებაზე და მუროვდაგსკის ქედზე აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა „ოკუპანტების მთელი რიგი პოსტები“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს კონფლიქტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო