ევროსაბჭოს პრეზიდენტი - მთიანი ყარაბაღის ზონაში  სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მომდინარე ინფორმაცია საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.

სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მოლაპარაკებების მდგომარეობაში სასწრაფო დაბრუნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ერთადერთი გამოსავალია“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

იხილეთ ვიდეო: ევროსაბჭოს პრეზიდენტი - მთიანი ყარაბაღის ზონაში სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა