ანა დოლიძე - მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და იმსჯელონ აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პრემიერს გიორგი გახარიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე იმსჯელონ.

ანა დოლიძის თქმით, ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მეზობელ სახელმწიფოში არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც საქართველოზე ასევე მთელს ამიერ კავკასიაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.

„ამიერ კავკასიაში მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. სტრატეგიულად მნიშვნელოვან მეზობლებს შორის დაძაბულობა კი უარყოფით გავლენას მოახდენს მთელს რეგიონში, რაც პირდაპირ და მძიმედ აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა - რას ვაკეთებთ სიტუაციის დეესკალაციისთვის და რას ვეუბნებით ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებს. სწორედ, ასეთ სიტუაციებში სათათბიროდ შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, როგორც პრემიერის სათათბირო ორგანო და რომელიც დღემდე არც ერთხელ შეკრებილა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა