თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

2020 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგ 27 წელი გავიდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ტრადიციულად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, უიარაღოდ მებრძოლი და ბრძოლის ველზე დაცემული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის, ნიკოლოზ ღიბრაძისა და რევაზ მუმლაძის სახელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აფხაზეთის ომის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტების მშობლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ასევე, თსსუ-ის კურსდამთავრებულებმა - აფხაზეთის ომის ვეტერანებმა

„შეკრებილებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან ისაუბრა აფხაზეთის ომში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და არსებული ვითარების გამო დიდი მწუხარება გამოთქვა. სიტყვით გამოვიდა, ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ომში დაღუპული ბიჭების შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი ზურაბ ლეშკაშელი. დამსწრე საზოგადოებას, გვერდში დგომისთვის, დიდი მადლობა გადაუხადა ომში დაღუპული გმირის - თსსუ-ის ყოფილი სტუდენტის - ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ, ქალბატონმა ნანა ბეგიშვილმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას დიდი დამსახურება, დაღუპული გმირების უკდავსაყოფად უნივერსიტეტის ეზოში მემორიალის აღმართვისთვის. ასევე, მადლობა გადაიხადა იმისთვის, რომ ომში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისთვის განხორციელებულ ღონისძიებას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა