ბადრი ჯაფარიძე - ჩვენსა და აფხაზებს შორის შერიგების პროცესი უნდა დაჩქარდეს

უნდა ვეძებოთ გზები, რომ შერიგების პროცესი აფხაზებსა და ჩვენს შორის, დაჩქარდეს, - ამის შესახებ ,,ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დაღუპული გმირების მემორიალთან განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსსს“ „ლელოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, „ლელოს“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

“უნდა ვეძებოთ გზები, რომ შერიგების პროცესი აფხაზებსა და ჩვენს შორის, დაჩქარდეს. ეს დღე თითოეული ქართველისთვის ტრაგიკულია და ამავდროულად ქვეყანამ ამ დღეს შეიძინა გმირები. ნებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვა არის ბედნიერება. ამავდროულად, ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ, როგორ დავძრათ პროცესი, ვგულისხმობ, შერიგების პროცესის დაძვრას, აფხაზ ძმებსა და ჩვენს შორის. შემდგომ კი უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ, როგორ მოვიშუშოთ ეს ტკივილი”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა