მიხეილ სააკაშვილი - ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე და ამოათრიოს ქვეყანა ჭაობიდან

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ქვეყანა ჭაობიდან , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

სააკაშვილი დავით გურამიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის უკრაინის და საქართველოს მეგობრობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი ისტორია იმის მაგალითია, რომ „საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს“.

„ეს არის ცნობილი უკრაინული კურორტი - მირგოროდი, უკრაინის ცენტრში და ეს არის დავით გურამიშვილი, დიდი ქართველი და ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო უკრაინის და საქართველოს მეგობრობის. ალბათ, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის რაღაც სიმბოლო მეც ვარ, მაგრამ დავით გურამიშვილი იყო ადამიანი, ვინც სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო გადაიხვეწა უცხოეთში, აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის არმიაში, სახელოვნად იომა და დაჭრილი, უკვე გაუბედურებული პრაქტიკულად სასიკვდილოდ ჩამოვიდა აქ და ახალი ცხოვრება დაიწყო. აქაურმა წყალმა, ბუნებამ მისცა საშუალება, რომ პრაქტიკულად ახალი ძალით აღვსილიყო, შექმნა ოჯახი, გაუჩნდათ შვილები და რამდენიმე ათეული წელი - 50 წელი იცხოვრა უკრაინის ამ ლამაზ ქალაქში და დატოვა ძალიან დიდი კვალი. ასე აღმოჩნდა დავითიანი და მისი მემკვიდრეობა საქართველოში. რომ არა ეს ფაქტი, საქართველო შეიძლება დარჩენილიყო გურამიშვილის პოეზიის გარეშე. რამდენი დავკარგეთ ალბათ ასე. ეს არის ჩემთვის იმის მაგალითი, რომ საქართველოს არა ჰყავს დასაკარგი შვილები!..

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ჭაობიდან ქვეყანა, გაამარჯვებინოს ჩვენს ქვეყანას და აქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ. ეს ჩვენ აუცილებლად გამოგვივა! ჩვენი გამარჯვება არის სულ ახლოს! “,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო