მამუკა არეშიძე - თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ნიშნავს, რომ მასში მთელი რეგიონი იქნება ჩართული, მათ შორის საქართველოც

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ომში მთელი რეგიონი, მათ შორის საქართველოც იქნება ჩათრეული, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "პალიტრანიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის გააქტიურება მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება.

„დღევანდელ ვითარებას შევაფასებდი, როგორც ძალიან მძიმეს, საერთოდ კონფლიქტების განახლება ხელოვნურია ხოლმე, როდესაც გააქტიურდება პროცესი, რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზეა ეს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ახლანდელი გააქტიურება და საომარ ფაზაში გადასვლა, მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება. აქ ჩანს თურქეთისა და რუსეთის ხელი და შეიძლება სხვისიც, მე აქ მტკიცებას ვერ დავიწყებ. ასეა თუ ისეა, თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურება რამდენიმე დღეში და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის საქართველოც. ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონს კატასტროფა ემუქრება. მოხდება ეს ასე, თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის ლოგიკა ამის თქმის უფლებას მაძლევს“, - განაცხადა არეშიძემ.

იხილეთ ვიდეო: ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ქართველი ექსპერტები აფასებენ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის