გიგი უგულავა - სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი, გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე

სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი, გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიგი უგულავს თქმით, ივანიშვილის პოლიტიკა და მისი ხელისუფლების რუსეთისადმი ურთიერთობები არის ჭაობი, რომლის ერთადერთი ალეტარნატივა ჩაძირვაა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ის თუ სად იდგება საქართველო ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება ახლა, ოქტომბრის არჩევნებზე.

"ყველა გარდამტეხ ცვლილებას თავისი დროის გეოპოლიტიკური კონტექსტი აქვს. ჩვენი პირველი დამოუკიდებლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიების მსხვრევის შედეგი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის დაკარგვა მოძალადეებისათვის საერთაშორისო შემაკავებელი ძალის არარსებობის შედეგად მივიღეთ. მარტივად, ამერიკა მაშინ იწყებდა საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლას, ხოლო ევროპა ომგამოვლილი და გაპარტახებული იყო.

შესაბამისად, მოძალადე საბჭოთა რუსეთი ვერაფერმა შეაკავა და ასე აღვმოჩნდით 70 წლიან ჯოჯოხეთში. ეს ჯოჯოხეთი დაინგრა და ჩვენ უკვე 30 წლიან დამოუკიდებლობას ვითვლით, ჩვენი გრძელვადიანი დამოუკიდებლობის გარანტი კი მხოლოდ ამერიკა, ევროკავშირი და ნატოა, საფრთხე კი იგივე, პუტინის რუსეთი.

უკრაინისა და ბელორუსის ამბები მიუთითებს, რომ მომდევნო ათწლეული, როდესაც პუტინის საპრეზიდენტო ვადა გადის, გარდამტეხი იქნება რეგიონისათვის. ჩვენ, პოლონელები, ბალტიისპირეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი შევქნით თავისუფლების რკალს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი ნაწილი იქნება, ეს რკალი იქნება რუსული იმპერიალიზმის შემაკავებელი წინა ხაზი თავისუფალ სამყაროსთან ერთად და აქ, საქართველოს როლი, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, საკვანძოა და ამიტომაა ახლა გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, ივანიშვილის ოცნების საქართველო არის ყველაზე სახიფათო, რადგან როდესაც საუბარია რუსეთზე, ეს ჭაობზე დგომას გავს და ერთადერთი ალტერნატივა მხოლოდ ჩაძირვაა. ამიტომ, სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო