გიგი უგულავა - უნდა გვახსოვდეს, რომ გაკეთებული საქმეებისათვის არასოდეს უნდა მოვითხოვოთ მადლობა, გაფუჭებულისათვის კი აუცილებლად მოვიხადოთ ბოდიში

უნდა გვახსოვდეს, რომ გაკეთებული საქმეებისათვის არასოდეს უნდა მოვითხოვოთ მადლობა, გაფუჭებულისათვის კი აუცილებლად მოვიხადოთ ბოდიში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც უგულავამ ზუგდიდში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, ვალდებულებათა ბარათი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც იღებს გუნდი და რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს და წაიყვანს წინ.

უგულავამ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ის უნდა შეცვალოს ევროპულმა, მრავალპარტიულმა კოალიციამ, რომელიც იხედება წინ, მომავლისაკენ.

„ივანიშვილთან ერთად, საქართველოში დამთავრდება ერთპარტიული და ერთპიროვნული მართვა, არ შეიძლება, რომ ქვეყანა ერთ კაცზე და მის ხუშტურებზე ეკიდოს. საქართველოში ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული მეგატრონების ეპოქა დასრულდება და ყველა ვინც ამას აღუდგება, საკუთარი ოცნების ნამსხვრევებში აღმოჩნდება. ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, ის 41 შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის ის 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს, აღარ უნდა არც ჭაობი და აღარც წარსული, ვისაც ეკონომიკის განვითარება სურს და იყურება მომავლისაკენ, შემოხაზავს 2-ს, რადგან სწორედ ევროპული საქართველოა ის კომპასი ცვლილებების, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ ეკონომიკური კატასტროფისაგან, სადაც ივანიშვილის ოცნებამ მიგვიყვანა.

თუკი გვსურს, რომ 100 000-ით მეტი ადამიანი დასაქმდეს, თითოეულ ოჯახს მეტი ფული ჰქონდეს და დამატებით 2000 ლარი გაუჩნდეს, სიღარიბე შემცირდეს და 80 000 ბავშვი არ შიმშილობდეს, ხოლო პენსიონერს წამლის და საკვების უპრობლემოდ შეძენის საშუალება ჰქონდეს, მაშინ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დავუსვათ კითხვა, თუ რას გააკეთებს ამის მისაღწევად. მე გეტყვით თუ რას ვიზამთ ჩვენ, “ევროპული საქართველო”, რას ვაპირებთ ამ მძიმე პრობლემების გადასაჭრელად.

მკვეთრად დაიწევა გადასახადები, საშემოსავლო, მოგების, ქონების, დღგ-ის, აქციზის გადასახადი. მკვეთრად დაიწევა ბიუროკრატიული და სამთავრობო ხარჯები. მთავრობის ხელში არსებული ქონება, მიწები, საწარმოები გახდება კერძო საკუთრება. გაუქმდება ოცნების მოგონილი ყველა უაზრო რეგულაცია. მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით ისეთ სავაჭრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც წაახალისებს ექსპორტს და მეტი ფულის შემოსვლას ქვეყანაში. ასეთია ანაკლიის პორტი და ქუთაისის სატვირთო ტერმინალი. დაგროვებითი საპენსიო ფონდი გახდება ნებაყოფლობითი. ინვესტიციები იქნება დაცული კერძო საერთაშორისო არბიტრაჟით და დამოუკიდებელი სასამართლოთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები, ხოლო ზედა ინსტანციაში ამერიკელი მოსამართლეები იქნებიან.

ეს არ არის დაპირება და არა უბრალო სიტყვები, ეს არის ხელშეკრულება ხალხთან, რომელსაც მე აქ, თქვენს წინაშე, დემონსტარციულად მოვაწერ ხელს, როგორც პირობას ჩვენი ვალდებულებისა გამარჯვების შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების ნაწილი რჩება თქვენთან, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენთან, რადგან ჩვენ ამას ვიღებთ როგორც ვალდებულებას და არა როგორც საარჩევნო დაპირებას.

ამრიგად, მეტი ფული და თავისუფლება ექნება ხალხს და ნაკლები ჩაგვრის რესურსი და კონტროლი მთავრობას და ეს მხოლოდ ნაწილია, თუმცა ამ ნაწილის გარეშე ვერაფერი გამოვა და დავრჩებით იგივე ჭაობში, თუკი არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს