ლევან ბოძაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - საქართველოს აქვს შანსი მედიაციის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც შეასრულოს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს აქვს შანსი, მედიაციის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც შეასრულოს.

როგორც ბოძაშვილი აღნიშნავს, ქვეყნის დანაყოფებს გამოცდილება და მზაობა უკვე აქვთ.

"საქართველოს აქვს შანსი მედიაციის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც შეასრულოს, მათ შორის სამშვიდობო ძალებში სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობით. ამის გამოცდილება და მზაობა ჩვენს დანაყოფებს საკმაოდ აქვს.

ინერტული ნეიტრალიტეტი არაფრის მომცემია, ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქცია ასე იქმნება, მხოლოდ დერეფნის როლი გეოგრაფიული დამატებითი ღირებულებაა",- აცხადებს ბოძაშვილი.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო