„სოციალ დემოკრატები“ - ჩვენი საზოგადოება არ შეგუებია და არც შეეგუება აფხაზეთის დაკარგვას

სოხუმის დაცემის დღე უმძიმესი დღეა უახლესი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ომში დაღუპული გმირები და ჩვენი ვალია მათი ხსოვნის პატივისცემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „სოციალ დემოკრატებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ჩვენი საზოგადოება არ შეგუებია და არც შეეგუება აფხაზეთის დაკარგვას. მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად, მშვიდობიანი გზა უნდა ავირჩიოთ.

„ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, რომელშიც აფხაზ თუ ჩვენი ქვეყნის სხვა თანამემამულეებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. კონფლიქტების მოგვარება და ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ სახელმწიფოს შევქმნით ჩვენ.

ჩვენი მიზანი ცხოვრების დონის რადიკალური გაუმჯობება უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის ისეთი პოლიტიკური კურსით წარმართვა, რომლითაც მოხდება ქვეყნის დაჩქარებული განვითარება, თანაც ისეთი განვითარება, რომელიც ყველას შეეხება - განვითარება ყველასთვის. ამისთვის აუცილებელია, შევცვალოთ აქამდე არსებული პოლიტიკა.

კონფლიქტების მოგვარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ნდობის აღდგენაზე. ჩვენ უნდა აღვადგინოთ და გავაძლიეროთ მოლაპარაკებები და ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან ყველა დონეზე.

საქართველო უნდა გახდეს ჩვენი საერთო საცხოვრებელი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ღირსეულად და იზრუნოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებაზე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა