ჯეიმს აპატურაი - ნატო შეშფოთებას გამოხატავს მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო

ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

„ნატო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზთან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რამაც უკვე გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით ვერ მოხდება. მხარეებმა უნდა განაახლონ მოლაპარაკებები ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით