ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ბელარუსში მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა, არასანქცირებულ ღონისძიებებზე კვირას ასზე მეტი ადამიანი დააკავეს. მისივე თქმით, მონაცემები მოგვიანებით კიდევ დაზუსტდება.

მედიის ინფორმაციით, მინსკში აქციებზე 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამასთან, ბელარუსის ქალაქ გომელში, დღეს, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. წინა დღეს, ბელარუსის შსს-ს მონაცემებით, აქციებზე სულ 150 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, პერმანენტულად მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო