აზერბაიჯანი სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლის აღების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის შედეგად, გორანბოის მიმართულებით, მუროვის სიმაღლე აიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამან საშუალება მისცა აზერბაიჯანელ სამხედროებს, რომ კონტროლი მოეპოვებინათ სომხეთის ქალაქ ვარდენისსა და მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ აღდერეს დამაკავშირებელ გზაზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ხელს შეუშლის სომხეთიდან ყარაბაღში დამატებითი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას. სამინისტროში აქვე აღნიშნავენ, რომ „ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა