ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა მთიან ყარაბაღში გამწვავებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

„რუსეთის მხარის მიერ სერიოზული შეშფოთება გამოითქვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებების განახლების გამო. აღინიშნა, რომ ამჟამად მნიშვნელოვანია მიღებულ იქნას ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია, ხოლო მთავარია, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა