ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ქვები დაუშინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათ უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს.

ნიკა მელია აღნიშნულს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა ხალხის დაშინება.

„ქალბატონებს ვესაუბრებოდი, რა დროსაც, მოულოდნელად ქვები გვესროლეს კორპუსის სახურავიდან ან ფანჯრიდან. ფაქტია, რომ რომ ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანის გაკეთებული არ არის“, - აღნიშნა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა