უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ილია მეორე ვლადიმერ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.

"მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ზელენსკის, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახლაგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ილია მეორეს წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს