აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების რეჟიმს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით და მხარეებს ძალადობის შეწყვეტისა და პირდაპირი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

„აშშ უმკაცრესად გმობს ძალადობის ესკალაციას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბიგუნმა მოუწოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰან ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციის მოქმედი არხი, რათა ესკალაცია არ გაგრძელდეს და თავიდან აიცილონ უსარგებლო რიტორიკა და ქმედებები, რაც ადგილზე დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ მიიჩნევს, რომ გარე ძალების მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად დაძაბავს რეგიონში ვითარებას.

„შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ გარე მხარეების მონაწილეობა მზარდ ძალადობაში სრულიად უსარგებლო იქნება და რეგიონულ დაძაბულობას მხოლოდ გაამწვავებს. ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ, იმუშაონ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების რეჟიმ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა