ვარკეთილში, სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულების განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდდეს

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულების, ვახტანგ ბურძენიძისა და ზურაბ ფოფხაძის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.

ვახტანგ ბურძენიძესა და ზურაბ ფოფხაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი.

დაკავებულებს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები ვახტანგ ბურძენიძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო