„საპენსიო სააგენტომ” საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

„საპენსიო სააგენტომ” საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც საპენსიო დანაზოგების ინვესტირების სტრატეგიას წარმოადგენს, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონთან, არსებულ რეგულაციებთან და უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული ეროვნული ბანკის მიერ.

„საინვესტიციო საქმიანობას დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო წარმართავს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური უცხოელი წევრებით, ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს, შესაბამისად, მონაწილეებისთვის იქმნება ისეთი გარემო, რომ მათი დანაზოგი მაქსიმალურად დაცული იქნას.

დღევანდელი მონაცემებით, „საპენსიო სააგენტო“ მართავს მილიარდი ლარის აქტივებს, ხოლო ამონაგების სახით 100 მილიონ ლარამდე თანხაა მობილიზებული“,-აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა