კახა კალაძე - არის დღეები ველოსიპედით გადავაადგილდები, ხან სკუტერით, ხან ავტობუსითაც - მე გადავწყვეტ, ავტობუსით ვიარო თუ მანქანით

მე გადავწყვეტ ავტობუსით ვიარო თუ მანქანით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გადაადგილდება ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანამდებობის პირების გამოჩენას პოპულიზმს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველამ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ გადაადგილების რომელ საშუალებას აირჩევს.

„ადრე, როდესაც თანამდებობის პირი ავტობუსში ან მეტროში გამოჩნდებოდა, ეს ხდებოდა სალაპარაკო თემა, ეს იყო პოპულიზმი. ჩვენ შევქმენით ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანს შეუძლია არჩევანის გაკეთება იაროს კერძო ავტომობილით და ეს მისი ნებაა, ჩემი ნებაცაა და მე გადავწყვეტ ვიარო ავტობუსით თუ მანქანით, შესაძლებელია ასევე ფეხით გადაადგილება, ელექტრო სკუტერებით გადაადგილება, შესაძლებელია ასევე, ველოსიპედის გამოყენება - ანუ ბევრი არჩევანია. მე ადამიანს ვერ ვეტყვი, იმას, რომ ჩამოვიდეს საკუთარი ავტომობილიდან და იმგზავროს საზოგადოებრივი ტანსპორტით. მე თვითონ ვწყვიტავ, შემიძლია ვიარო ველოსიპედით, ელექტრო სკუტერით და ავტობუსითაც კი. არის დღეები ველოსიპედით გადავაადგილდები, არის დღეები სკუტერით, ხან ავტობუსითაც - ეს ჩემი გადასაწყვეტია. მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეტაპობრივად უნდა გადაჯდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს