კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარას უკავშირდება, მეორე ადგილზეა იმერეთი, 32 შემთხვევა კი თბილისში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარას უკავშირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, სადაც 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 32 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

“დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია კოვიდ ინფიცირების 5552 შემთხვევა. გუშინდელი მონაცემებით დადასტურდა 298 ახალი შემთხვევა. წინა დღეს იყო 294, ეს მნიშვნელოვანი მატება არ გახლავთ. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 2054-ია. თითქმის 3500-მდე პაციენტიდან ამჟამად კრიტიკულად ითვლება 25 პაციენტი, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ეს დიდი რაოდენობა არ არის, თუმცა, ეს მონაცემები საათების მიხედვით იცვლება.

რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია-კვლავ აჭარაშია 72 % ახალი დადასტურებული შემთხვევების, რაც გულისხმობს 175 ახალ ინფიცირებულს. შემდეგ ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, ეს არის 38 ახალი შემთხვევა, თბილისში მხოლოდ 7%-ია, 32 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გურიაში 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე-ჯავახეთში -11, ქვემო ქართლში 7 და კახეთში -4.

ჩვენს კლინიკაში ამჟამად მკურნალობს 29 პაციენტი, გუშინ 5 პაციენტი გაეწერა, აქედან 2 არის მძიმე“, - განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო:რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო