საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნულ ატაშეს, ერვე ჟამეს და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს, ამინ ტარტაგის შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც განხორიციელებული ქართულ-ფრანგული პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ, ერვე ჟამე და ამინ ტარტაგი საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზას ესტუმრნენ, ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ქართველი მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს გაეცნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს