BTU “ინიციატივა 5.0-ის“ შესრულებას ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებით იწყებს

ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მასშტაბური პროექტის სამოქმედო გეგმის, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) თავის პარტნიორებთან ერთად, „ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში განახორციელებს.

BTU-ში კოდინგის სკოლა ქალებისთვის უკვე 2 წელია, ფუნქციონირებს. სკოლა ინიციატივის განხორციელებას ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აგრძელებს. პარტნიორებს შორის არიან აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და StrategEeast.

ინიციატივის ფარგლებში ეტაპობრივად რამდენიმე პროექტი განხორციელდება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტი Women in Tech სტარტს აიღებს 2020 წლის ოქტომბერს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

Women in Tech გულისხმობს თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეული ბენეფიციარებისთვის გადამზადების პროექტის სრული დაფინანსებით განხორციელებას. ბენეფიციარები შეისწავლიან დინამიური ვებგვერდების შექმნას და მათ მართვას, HTML & CSS, Javascript ES6, Angular & Typescript- ის ენების შესწავლით. გადამზადება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ფიზიკურ ან/და დისტანციურ ფორმატში 20 ბენეფიციარისთვის. გადამზადებულთა დასაქმებას კოდინგის სკოლა ქალებისთვის დაეხმარება. ბენეფიციარებს შეეძლებათ დასაქმება Junior Angular დეველოპერად, Markup დეველოპერად ან Junior Javascript დეველოპერად.

ინიციატივის ფარგლებში BTU-სა და ორგანიზაციას ,,ქალები მომავლისთვის’’ შორის ახალი პარტნიორობა შედგა. პარტნიორობა გულისხმობს დაინტერესებული ქალი ბენეფიციარების გადამზადების დაფინანსებას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას კოდინგის სკოლის ფარგლებში. პარტნიორობა მიზნად ისახვს ქალების როლის გაძლიერებას საზოგადოებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო