„ქალები მომავლისთვის“ BTU-ს „ინიციატივა 5.0-ის“ ახალი პარტნიორია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი „ინიციატივა 5.0-ის“ განხორციელებას ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებით იწყებს. მასშტაბური პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება, რომელთა მიზანიცაა: ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა.

BTU-ში კოდინგის სკოლა ქალებისთვის უკვე 2 წელია, ფუნქციონირებს. სკოლა ინიციატივის განხორციელებას ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აგრძელებს. პარტნიორებს შორის არიან აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და StrategEeast.

ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარის ნინო კობახიძის თქმით, დღეს სამწუხარო რეალობაა ის, რომ XXI საუკუნეში, ტექნოლოგიების ხანაში, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ქალები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ და ნაკლებად არიან ჩართული ამ დარგში, მაშინ როცა მსოფლიოში, შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სფეროა. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევას ისახავს მიზანდ BTU-ს ახალი ინიციატივა და ამ ინიციატივის ფარგლებში უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის თანამშრომლობა.

“დღესდღეობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით და ინოვაციების და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით ქმნის დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს საქართველოში. მნიშნელოვანია, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს კოდინგის სკოლა ქალებისთვის, რომელიც BTU-ში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ეს ერთი ორად აადვილებს ქალების ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესებასა და ზოგადად ფემტექ სექტორში ქართველი ქალების მხარდაჭერასა და დასაქმებას. მათი ახალი ინიციატივის ფარგლებში კი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” დაინტერესებულ წევრებს აქვთ შესაძლებლობა, ფემტექის მიმართულებით გადაამზადონ დაინტერესებული გოგოები, დაუფინანსონ მათ 6 თვიანი სასწავლო კურსი და მათ მიერ დაფინანსებული, გადამზადებული და სერტიფიცირებული კანდიდატები დაასაქმონ თავისსავე ორგანიზაციაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კანდიდატები შეისწავლიან: HTML & CSS, Javascript ES6, Angular & Typescript. პროექტის შედეგად სტუდენტები შეძლებენ: Junior Angular; Markup ან Junior Javascript დეველოპერად მუშაობის დაწყებას,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.

„ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის და ამ სფეროში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია ისეთი კამპანიების წამოწყება, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლე და სტუდენტი გოგოების ცნობიერების ამაღლებას საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც პროფესიის შესახებ და წაახალისებს მათ ჩართულობას ამ სფეროში და მეორეს მხრივ, დაანგრევს მითს საინფორმაციო ტექნოლოგიებში კაცების დომინანტობის თაობაზე,” - დაამატა მან.

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ რამდენიმე წლის წინ შეიამნა. ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გასაძლიერებლად ორგანიზაცია იბრძვის ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებითა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის გზით.

ამჟამად ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად. აღნიშული პროექტის ფარგლებში, ფედერაციის წევრ კომპანიებში ნერგავენ ქალთა გაძლიერების პრინციპებს და ადგენენ მათთვის სამწლიან სამოქმედო გეგმებს ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით. სწორედ ხსენებული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გოგოების და ქალების არატრადიციულ სფეროებში ინტეგრირების ხელშეწყობა და შესაბამისად, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ამ საკითხში პარტნიორობით, რომელიც ასევე ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა, განხორციელდება ეს უმნიშნელოვანესი ნაბიჯი.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა