თამარ გაბუნიას განცხადებით, ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 600-მდე აჭარაში, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვეგმავთ, რომ ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები, დიდ ქალაქებში განსაკუთრებით. ასევე გრძელდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მკურნალობა, მსუბუქი პაციენტები რჩებიან იქ. რაც შეეხება საწოლფონდს, 3000-მდე საწოლია მობილიზებული. მაინც ყველაზე მეტი დატვირთვა ახლა მოდის ბათუმზე და ახლაც კი მუდმივად 80 საწოლია თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების იქ გადაყვანის შესაძლებლობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:თამარ გაბუნიას განცხადებით, ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო