ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმშია გადასული და ყველაფერზეა წამსვლელი

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმშია გადასული და „ყველაფერზეა წამსვლელი“.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მმართველ გუნდს საკუთარი ქმედებები „უკან მოუტრიალდება“.

„როდესაც ხელისუფლება არის გადასული ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში, მიდის ყველაფერზე. დღეს ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიან, სინამდვილეში ძალაუფლების გარეშე არის ნული, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ძალაუფლება არ დაკარგონ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ამასთან, ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ბოლნისშიც. სოფელ ნახიდურში დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის მოხდა. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს