„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით. ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ - ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმებით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია. ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის. არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დიაკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალური მოძრაობა" დებატებში, სადაც "ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა