თამარ გაბუნია - სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას, საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს

მიუხედავად შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთსო ევროპის ქვეყნებს შორის. 0,57% მიუთითებს იმას, რომ შემთხევების მართვა არის ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, სახელმწიფოს მუშაობა კოვიდთან მიმართებაში შესაცვლელია.

გაბუნიას განცხადებით, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს.

„ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი პირადი შეხედულება ქვეყნის პასუხზე, ეს მისი პოზიციაა, როგორ, რას შეაფასებს. თუმცა, საქართველო, როგორც ინფექციის შეკავების ფაზაზე, ასევე აქტიური მართვის ფაზაზე არაერთი საერთაშორისო ექსპერტის და ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც წარმატებული. ყველა ის ელემენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს კრიტიკული წარმატების ფაქტორს, ქვეყანაში მოქმედებს. ეს არის ტესტირების შესაძლებლობა, კონტაქტების აქტიური ძიება, კლინიკური სექტორის მზაობა და ამაზე მიუთითებს ის მონაცემებიც, რომელიც ქვეყანას აქვს.

მიუხედავად შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის, 0,57 % მიუთითებს იმას, რომ შემთხევების მართვა არის ძალიან წარმატებული. ამდენად, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს ამ გამოწვევას, საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს. სუბიექტური აზრი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაში ტენდენციური მოსაზრებებიც არ გაგვიკვირდება, რომ მოვისმინოთ, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქვს ზუსტი გეგმა. თუ როგორ უნდა შევძლოთ კორონავირუსის შემცირება.

„მე მინდა, ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლაა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მე მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ტემპების, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ამის განეიტრალება, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს