თინა ბოკუჩავა - “ქართული ოცნების” ამოსავალი წერტილია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინება ძალადობრივი აქტებით, მაგრამ ვერავის შეაშინებენ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბოლნისში მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას თავდასხმა “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან მოხდა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნების” მიზანი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ძალადობრივი აქტებით დაშინებაა.

“ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ თავდასხმა მოხდა “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან, როგორც ეს ხდება ყველგან. მათ შორის, იმავე საღამოს თავდასხმა მოხდა ნიკა მელიასა და მისი შტაბის წევრებზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აქტივისტები, ისევე როგორც მხარდამჭერთა მცირეწლოვანი შვილები. გვესმის, რომ “ქართული ოცნების” ამოსავალი წერტილი არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინება ამგვარი ძალადობრივი აქტებით, მაგრამ ვერავის შეაშინებენ და ეს ძალადობა ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ ისევ მათ უკან. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი ეყრდნობა კრიმინალურ სამყაროს და კრიმინალებს მრავალი წლის განმავლობაში სწორედ საარჩევნო მიზნებით და აქედან გამომდინარეა, რომ ქვეყანაში ზოგადი კრიმინალი იზრდება და ადამიანები თავს დაცულად აღარ გრძნობენ. ეს ყველაფერი - წინასაარჩევნო ძალადობა, სიძულვილი, ზოგადად, კრიმინალის ზრდა, ერთობლივი ძალებით უნდა დავასრულოთ 31 ოქტომბერს, სადაც გაიმარჯვებს ოპოზიცია”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს