სერგი კაპანაძე - ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, აგონიის ნიშანია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ძალდობა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არის აგონიისა და ძალაუფლების დაკარგვის ნიშანი.

„ივანიშვილი ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ აპირებს, გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის ყველაზე არალეგალური მეთოდებიც. თუმცა, ეს ყველაფერი მისი მხრიდან იქნება წარუმატებელი და „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ მას შემდეგ რაც დამარცხდება ივანიშვილი და მას შემდეგ რაც დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები, არასოდეს საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს მსგავსი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში.

არჩევნების დასრულებამდე, ბუნებრივია, არაფერი არ იქნება გამოძიებული და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი თავისი თავის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის სწორედ ეს, რომ კანონის ასეთი შერჩევითი მისადაგება აღარ განმეორდეს აღარასოდეს. წინა არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის წინასაარჩევნოდ იყენებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რაღაც შეთითხნილ ჩანაწერებს, იყენებს ძალადობას, მოსყიდვას და პირველ რიგში იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის და სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, სუს-ი უნდა დაიშალოს და იმ ფორმით, რომლითაც ის დღეს არის, აღარ უნდა იყოს, ყველა მსგავსი ძალადობრივი ქმედება და ნაბიჯი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა იქნას განთავისუფლებული გარემო ესეთი უხეში ჩარევისგა. „ევროპული საქართველო“ იქნება ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო