სერგი კაპანაძე - ამ ძალიან მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა შემუშავებული და იყოს მზად სხვადასხვა სცენარისათვის

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს რამდენიმე სცენარისათვის და მას რამდენიმე ალტერნატივა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რადგან როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ომის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება განვითარდეს.

ასე გამოეხმაურა სერგი კაპანაძე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები და მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი პოზიცია უნდა ჰქონდეს, თუმცა როგორც კაპანაძე აღნიშნავს, „ივანიშვილი და მისი დამქაშები ყველაფერს აკეთებენ გარდა ეროვნული ინტერესების დაცვისა“.

„ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რეგიონში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა შემუშავებული და იყოს მზად სხვადასხვა სცენარისათვის, რადგან ომის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება განმეორდეს.

ბუნებრივია, ეს უსუსური და უმაქნისი ხელისუფლება ამას ვერ იზავს, მაგრამ ახლა ყველა ჩვენგანის ამოცანა უნდა იყოს, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და შემდეგმა ხელისუფლებამ, მათ შორის სტრატეგიული ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები, უნდა აიღოს საკუათარ თავზე და ივანიშვილი და მისი დამქაშები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გარდა ეროვნული ინტერესების დაცვისა, უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.

თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს პოზიცია მშვიდობის მხარდასაჭერი, მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომში მე არ ვიცი გამარჯვებული ვინ იქნება, თუმცა დამარცხებული შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს საქართველო,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო