ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც შეეხება კონფლიქტის უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვას, სესიაშვილი აცხადებს, რომ ეს პრემიერ- მინისტრის გადასაწყვეტია.

„ძალიან რთული ვითარებაა, არ ჩანს სურვილი და მიდგომა არც ერთი მხარის მხრიდან, რომ ცეცხლი შეწყდეს, საერთაშორისო აქტორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს და თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული თუკი მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ ჩავერთოთ სამშვიდობო პროცესში. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ პროცესს, საგარეო უწყება 24 საათიან რეჟიმში კავშირშია თავის კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში და ცხადია, ჩვენ ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, როგორც ცნობილია, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამართეს სატელეფონო კომუნიკაცია თავიანთ პარტნიორ ქვეყნებთან, მე იმედი მაქვს და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს მიგვიყვანს საერთაშორისო კრიზისამდე და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში და ჩვენც ცხადია, ჩვენს მეზობლებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ ემუქრება საფრთხე საერთაშორისო პროექტებს, რომელშიც საქართველოც არის ჩართული და აღნიშნა, რომ ამის მოლოდონი ამ ეტაპზე არ არსებობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა