თამარ ტალიაშვილმა ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კოალიციას ვებინარზე სიტყვით მიმართა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა, ევროპის ადგილობრივ და რეგიონალური ხელისუფლებების კოალიციის (PLATFORMA) ვებინარში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საგარეო ურთიერთობებში, ევროკავშირის 2021-2025 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ევროპოის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ თამარ ტალიაშვილმა გახსნა, როგორც PLATFORMA-ს სპიკერმა თანასწორობის საკითხებში.

თამარ ტალიაშვილმა კოლეგებს კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, დისკუსიაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და გენდერული თანასწორობის საგარეო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ჩართულობაზე ისაუბრა.

,,აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი შეხვედრა, რომელიც გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერებას მიეძღვნა, სწორედ თბილისში გაიმართა, რაშიც PLATFORMA -სა და NALAS-ის მსგავსად, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას.

სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ათეა-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა გახდა. შედეგად, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევცვალეთ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურა და განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი აღნიშნული მიმართულებით, რაც საბოლოოდ დასრულდა პირველი ქართული მუნიციპალიტეტების მიერ თანასწორობის ევროპული ქარტიის ხელმოწერით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ორგანიზაცია, გაეროს მხარდაჭერით, აქტიურად აგრძელებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის პროექტზე მუშაობას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მანვე ევროკავშირის გენერდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა III-ის (GAP III) პრიორიტეტები წარმოადგინა, რომელიც ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობების ჩართულობის გაზრდასა და პარტნიორ სახელმწიფოებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიზნების მიღწევას გულისხმობს.

როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ქართული მუნიციპალიტეტები დიდი პასუხისმგებლობით ერთვება მმართველობით საკითხებში, რომლებიც GAP III-ის პროგრამირებასა და ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, საგარეო ურთიერთობებში, ევროკავშირის 2021-2025 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მზადების პროცესშია და სავარაუდოდ 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე გამოქვეყნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა