გიორგი ვაშაძე - კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან მოვითხოვ, დაიცვას წესრიგი

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ნიკა მელიაზე თავდასხმას გმობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უმკაცრესად უნდა იყოს დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობენ.

„კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან მოვითხოვ, დაიცვას წესრიგი. არავის შერჩება ძალადობა. ეს უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ ის გუნდი, რომელიც ახალ სტანდარტებს ვაწესებთ პოლიტიკაში“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, გუშინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ჩაშლაც ნასვამმა ადამიანებმა სცადეს.

„გუშინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობასთნ დიდი შეხვედრა მქონა, ნასვამი ადამიანები მოვიდნენ და ტერიტორიაზე შემოსვლა უნდოდათ, რომ ჩვენი შეხვედრა ჩაეშალათ. მათ ეს ჩვენთან ვერ მოახერხეს, მაგრამ როგორც ჩანს მეტი აგრესიით მოახერხეს გლდანში, ბოლნისში და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ეკონომიკური ვითარების გამო კარასტროფულად ეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი და აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი“,-აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო