ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი უტიფარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია

სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ, ალბათ უფრო მავნებელს დავარქმევ, რომ მისი განცხადება, რომელსაც ყოველ მეორე დღეს ფორმას და შინაარსს უცვლის, თავიანთი მხარდამჭერებისთვისაც უკვე სასაცილო ხდება , - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავისივე ტყუილებშია აბნეული.

„არ მგონია, რომ ღირდეს მისი განცხადება რაიმე სახის კომენტარისთვის. თავად არის აბნეული თავის ტყუილებში თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით და თავისთვის შეინახოს ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისკენ და ქვეყნის გაძლიერებისკენ, ვინც ამის ირგვლივ გაერთიანდება, მადლობა ყველას", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა