გიგლა მიქაუტაძე - მხოლოდ ძალადობა დარჩა “ქართულ ოცნებას” თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში

მხოლოდ ძალადობა დარჩა “ქართულ ოცნებას” თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში, - ამის შესახებ „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისსა და გლდანში განხორციელებული ძალადობრივი ფაქტები დაგმო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს, მიქაუტაძემ ხელისუფლებას არჩევნების მშვიდად ჩატარებისკენ მოუწოდა.

მათივე ინფორმაციით, მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

„არ მაქვს ილუზია, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეს დასჯიან. ამიტომ ვერდიქტი ქართველმა ხალხმა უნდა გამოიტანოს. არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რომ 8 წლის წინ, სამართლიანობის დროშით მოსული პარტია განაგრძობს მისი წინამორბედის მეთოდებით ქვეყნის ძალადობრივ მართვას. სწორედ ძალადობა და დაშინება დარჩა "ქართულ ოცნებას" თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში. სხვა მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ამის გამო ისინი გაურბიან ყველანაირ სატელევიზიო დებატს. მინდა, მოვუწოდო ჩემს თანამემამულეებს, გავიაზროთ წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობა. დღეს, როგორც არასდროს, სათავეში გვჭირდება ახალი, სუფთა წარსულის მქონე, პროფესიონალების გუნდი, ვინც გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან. ახლა დიდი ცვლილებების დროა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო