დავით ბაქრაძე - როგორი ძალადობრივი კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, მას ვერ უშველის - ქვების სროლით ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წევრები, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა საარჩევნო კოდექსი, არ ხდება ამგვარი ფაქტების გამოძიება და ერთადერთი რასაც ამგვარი ქმედებებით მიაღწევს ხელისუფლება, არის საკუთარი თავის უკან, წარსულში ჩატოვება.

„საარჩევნო კამპანის ნელ-ნელ კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარის, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. წინა წლებში არცერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არცერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ვითომ გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის.

ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მას ვერ უშველის, ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი, რასაც ქვების სროლით იზამენ, გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში.

ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კამპანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები და ამიტომ, 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არიან, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: დავით ბაქრაძის განცხადებით, როგორი ძალადობრივი კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს "ქართულმა ოცნებამ", ეს მას ვერ უშველის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო