„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ამ დროისთვის, მცხეთის სამედიცინო ცენტრში 75 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. უმეტესი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალობას აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამი პაციენტი გადის და აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

„ბოლო პერიოდში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში გვაქვს სერიოზული შემთხვევები. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან ორი პაციენტი არის კრიტიკული და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ორივე პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, - ერთი გუდაუთის და მეორე სოხუმის კლინიკიდან. ისინი დამძიმების შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს გუშინ აფხაზეთიდან ჩვენს კლინიკაში, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არ არის. ზოგადად მძიმე პაციენტების რაოდენობამ პროცენტულად მოიმატა“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

ასევე, მუმლაძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსი 2 თვის ბავშვს დაუდასტურდა.

„ეს არის ოჯახური შემთხვევა, ინფიცირებულია ბავშვის დედ-მამა და მოხდება მისი პედიატრიულ კლინიკაში გადამისამართება. საბედნიეროდ, ბავშვებთან მსუბუქად, თითქმის უსმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

როგორც კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მართვითი სუნთქვის აპარატების პრობლემა ქვეყანაში არ არის, თუმცა შემთხვევების გაზრდის ფონზე, შესაძლოა, ქვეყანას გაუჭირდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო