გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მათივე ინფორმაციით, 29 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა