„საპენსიო სააგენტო“ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დღეს, „საპენსიო სააგენტომ“ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სტუმრებს უახლესი სტატისტიკა გააცნო.

მათივე ცნობით, „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა ვრცლად ისაუბრა საინვესტიციო პროცესებზე. პრეზენტაციაზე ონლაინ ჩაერთო საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო. ასევე, დოკუმენტი შეაფასა ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი არის „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი, რევირებას უწევს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობას, რაც შეეხება თავად საინვესტიციო დოკუმენტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ის განსაზღვრავს „საპენსიო სააგენტოს“ საქმიანობის სტრატეგიას და აწესებს შეზღუდვებს თუ ლიმიტებს, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო საქმიანობას. ჩვენ დეტალურად შევაფასეთ ეს დოკუმენტი და აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში, ჩვენი შეფასება არის დადებითი, ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკასაც. ეროვნული ბანკის როლი არის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა, რაც გულისხმობს, იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მონიტორინგს/ზედამხედველობას საპენსიო საინვესტიციო საქმიანობას, იმას თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულ მითითებებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმიანობა დადგენილ რისკების ლიმიტებს, ეს იქნება ძირითადად ჩვენი შეფასების მთავარი ამოცანა. თუ როგორ იქნება თანხა დაცული და რა იქნება პორტფელის მომგებიანობა, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ დოკუმენტის საინვესტიციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ინვესტირება პორტფელების მიხედვით, როგორც აღნიშნა საინვესტიციო სამსახურის უფროსმა, საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია, რომ 95% ალბათობით უზრუნველყონ დადებითი ამონაგები ამ პორტფელიდან“, -განაცხადა სალომე სხირტლაძემ.

„საინვესტიციო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და განსაზღვრავს საპენსიო აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. ეს პოლიტიკა, კანონთან და რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს, რომ საინვესტიციო პორტფელი გახდეს გაცილებით დივერსიფიცირებული და მიმართული გრძელვადიან რეალურ ამონაგებზე. საპენსიო სააგენტოს მიზანია შეინარჩუნოს დაბალ რისკიანი პორტფელი და ამავდროულად მიიღოს რაც შეიძლება მაღალი რეალური ამონაგები. არსებული საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ მას უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე ინფლაციას 2.3-ჯერ აღემატება“,-აღნიშნულია „საპენსიო სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა