გენერალურ პროკურატურასთან ადვოკატები შეიკრიბენ და მიხეილ რამიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს

გენერალურ პროკურატურასთან ადვოკატები შეიკრიბენ და თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის უფლებადამცველს, მიხეილ რამიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც ადვოკატმა მანანა აფხაძემ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ დავით ფურცხვანიძის შვილი დააკავონ, რის შემდეგაც, შესაძლოა, „შვილის გათავისუფლების მიზნით ფურცხვანიძემ ხელი დაადოს რამიშვილს”.

ამასთან, აფხაძის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმეზე თავადაც დაიკითხა და დაკითხვა შეეხებოდა 21 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგიის გათიშვის საკითხს.

„მიგვაჩნია, რომ მიხეილ რამიშვილი არის უდანაშუალო. ამ საკითხზე ვარ დაკითხული 25 აგვისტოს. თეთრიწყაროს მოსახლეობა არის დაშინებული. ჩემთან მოვიდა ჩემი კოლეგა თეთრიწყაროდან და მითხრა, რომ 21-ში თეთრიწყაროში იყო გამორთული ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში. ხალხი იმდენად ვართ დაშინებული, ჩვენ ვერ მივდივართ გამოძიებამდეო. მე თვითონ მივაწოდე რამიშვილს ეს ინფორმაცია. მაინტერესებს, არის თუ არა ვინმე დაკითხული იმასთან დაკავშირებით, რომ 21-ში მთელი ღამე შუქი არ იყო”,- განაცხადა მანანა აფხაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ისიც დააკავონ. დავით ფურცხვანიძე კი, რომელმაც რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა