სავაჭრო პალატა რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრეინინგს გორში მართავს

სავაჭრო პალატა რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრეინინგებს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ბიზნეს სექტორისთვის ჩატარდება ორი დამოუკიდებელი სესია.

მათივე ინფორმაციით, მეწარმეები ინფორმაციას მიიღებენ მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სფეროში არსებულ სიახლეების, ასევე მეწარმეთა მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ.

" ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამის გარდა, დასვან სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი. ტრეინინგს სავაჭრო პალატის მიერ მოწვეული საგადასახადო ექსპერტი, ლაშა კობერიძე გაუძღვება, რომელიც ასევე არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. იგი 2010 წლიდან შემოსავლების სამსახურის გუნდის წევრია და აქტიურად არის ჩართული საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებში. სავაჭრო პალატა ტრენინგი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში უკვე გამართა და სხვა რეგიონებშიც გეგმავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა